ისწავლე და აღმოაჩინე მეტი

დაძლიე შიში და ნება მიეცი თხილამურებს, წინ გაგიძღვეს.

თხილამურებზე სრიალი

ზამთრის შეკრებების განმავლობაში ჩვენ ყოველდღე ვივლით სასრიალოდ და მთაზე გავნაწილდებით ჩვენი სრიალის დონის მიხედვით. დამიჯერეთ, ეს ძალიან სასიამოვნო და მხიარული პროცესია, მთაზე თქვენ არასდროს არ მოიწყენთ.

თხილამურებზე სრიალი სასარგებლოა:

ჯანმრთელობისთვის: ავარჯიშებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აძლიერებს ძვლის სტრუქტურას და სხეულის კუნთებს. აუმჯობესებს მოქნილობას, წვავს ზედმეტ კალორიებს, ამაღლებს D ვიტამინის შემცველობას, განვითარებისთვის: ავითარებს კოორდინაციის, რეაქციის, გარემოსთან ადაპტაციისა და დამოუკიდებლობის უნარებს ფსიქოლოგიისთვის: ნათელს ხდის აზროვნებას. მოაქვს შინაგანი სიმშვიდის გრძნობა. ზრდის თვითშეფასებას. აუმჯობესებს ურთიერთობებს.

და რაც მთავარია:

აბედნიერებს! სრიალისას გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი ,,ენდორფინი“ და ასევე ადრენალინი. შემოგვიერთი, ვიცხოვროთ ჯანსაღად და ბედნიერად!

ლაშქრობები კარვებით

ლაშქრობები ბორჯომის ხეობის თრიალეთის ქედის მიდამოებში, ტაბაწყურის ტბაზე ცხენებით და კარვებში ღამის გათევით, კოცონის გარშემო სხვადასხვა მოკლევადიანი გასართობი/სასწავლო (სურვილისამებრ) პროგრამებით. გაზაფხულზე ნაძვის ყვავილობის პერიოდში შესაძლებლობა გეძლევათ ისუნთქოთ მთის კამკამა ჰაერი და გაიძლიეროთ ორგანიზმი.

საღამო ეთმობა გართობას

ბავშვური და ინტელექტუალური თამაშები, კინოჩვენებები პროექტორით დიდ ეკრანზე. ტრენინგი მიმდინარეობს ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად შერჩეული სამართლის პროგრამით, რომელიც ადაპტირებულია ბავშვებზე. ბავშვებს მათთვის გასაგები ენით წარმოდგენა ექმნებათ სამართალსა და სამართლიანობაზე, კანონზე და კონსტიტუციაზე, ადამიანის უფლებებზე, სამართლის დარგებზე და პროფესიებზე, დასკვით ტრენინგზე ეწყობა იმიტირებული პროცესი.